saqarTvelos uReltexilebi - beCos uReltexili

კოორდინატები 43°10`29` ჩ. გ. 42°34`33` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3375 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

სინონიმი: იუსენგი.

უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, დონღუზორუნისა და შხელდის მთებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3375 მ. დაფარულია ყინულით (ჩრდილოეთით იუსენგის და სამხრეთით დოლრას მყინვარი). ბილიკი გადადის ენგურის ხეობიდან (მდინარე დოლრაჭალის სათავეებიდან, მესტიის მუნიციპალიტეტი) ბაქსანის ხეობაში (მდინარე იუსენგის სათავეებში, ყაბარდო-ბალყარეთი).

ბეჩო სვანეთის კავკასიონის სხვა უღელტეხილებთან შედარებით ყველაზე ადვილი გადასასვლელია, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირისათვის.